შპს “შნო” საქართველოში მ.დ.ფ.-ის კარის წარმოების ნოვატორია. ხის დამუშავების 24 წლიანი გამოცდილება, ევროპული დანადგარები და კომპანიაში კვალიფიციური სპეციალისტების არსებობა საუკეთესო შედეგის გარანტია. 

       კომპანია „შნო“ 1993 წლიდან აწარმოებს მაღალი ხარისხის მ.დ.ფ.-ისა და მასიური ხის კარ-ფანჯარას, ავეჯსა და პროფილებს.

       2015 წელს საწარმოს დაემატა ლითონის დამუშავებისა და ფხვნილოვანი ღებვის საამქრო, რაც უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის დამზადების საშუალებას იძლევა.

       2017 წლიდან კი კომპანია აქცენტს აკეთებს თანამედროვე ხარისხიან ნამუშევრებზე და ქმნის მზა ავეჯის ხაზს.

       საქმიანობის ყველა ეტაპზე ვთანამშრომლობდით, როგორც სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან, ასევე  კერძო დამკვეთებთან, რომლებთან საქმიანი ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდება, ზოგჯერ თაობებზეც გადადის.

        “შნო”-ს დამკვეთებს შორის არის 4000-ზე მეტი ფიზიკური პირი და შემდეგი კომპანიები: “რედიქსი”, “აქსისი”,  “მაგი სტილი”, “არსი”, “არქთრეიდი”, “აიდეკო”, “ანაგი” და ა.შ.

ჩვენ გვენდობიან